ადვოკატი - მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია

სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. ასე ეხმაურება ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე.

გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელთან მიმართებით სასამართლო სისტემა და ყველა უწყება „აბსოლუტურად რეპრესიულია“.

„ეს არის ის უკანონო გადაწყვეტილება, რაც სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართ, დაკავებიდან დღემდე, გრძელდება. ვხედავთ სასამართლო სისტემისა და ყველა უწყების დონეზე, სადაც სახელმწიფო ერთვება, რომ მზია ამაღლობელთან მიმართებით პროცესი აბსოლუტურად რეპრესიულია და დასჯაზეა მიმართული. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამის გამოვლინებაა“, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება