მამუკა ხაზარაძე - ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე, არმოსული ამბავია

ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ხაზარაძე წერს, ფონდების დახურვის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შიშია, რომელიც “მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ”.

“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების - მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის.

ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.

ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის - ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.

ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!

პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.

ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე - არმოსული ამბავია!” , - წერს მამუკა ხაზარაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა