BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა

BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა - 2025 წლის ბიზნეს პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია UiPath-ის პლატინუმ პარტნიორი გახდა. ეს სტატუსი ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, თავდადებას და წარმატებულ თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვანი რობოტული პროცესების ავტომატიზაციის (RPA) პლატფორმასთან.

UiPath - ლიდერი ავტომატიზაციის სფეროში

UiPath გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია რობოტული პროცესების ავტომატიზაციაში (RPA). მისი პლატფორმა კომპანიებს საშუალებას აძლევს, ავტომატიზებული პროცესებით გაზარდონ ეფექტიანობა, შეამცირონ ადამიანური შეცდომები და გააუმჯობესონ ოპერაციული შედეგები. UiPath-ის გადაწყვეტილებებს იყენებენ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესები, ასევე მსხვილი კორპორაციები ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის და ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

პლატინუმ სტატუსის მნიშვნელობა

UiPath-ის მხრიდან პლატინუმ პარტნიორის სტატუსი მონიჭება ადასტურებს BDO Digital-ის მაღალ კომპეტენციას. შედეგად, კომპანია ოფიციალურად შედის UiPath-ის პარტნიორთა სიაში, რაც ზრდის მის სანდოობას და ცნობადობას გლობალურ ბაზარზე. ასევე, BDO Digital-ს ექნება წვდომა ექსკლუზიურ რესურსებსა და პროგრამებზე, რაც დაეხმარება მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შექმნაში.

“აღნიშნული მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ BDO Digital-ი მუდმივად ისწრაფვის ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვისა და ბიზნესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების შეთავაზებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას UiPath-თან და ვმუშაობთ უფრო მასშტაბურ და ეფექტურ ავტომატიზაციის პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესსექტორის ოპერაციული ეკოსისტემის მოწესრიგებას. მადლობა მომხმარებლებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად გააციფრულეს ბიზნესპროცესები, ასევე გუნდის თითოეულ წევრს და პარტნიორს, ვინც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა", ამბობს ზვიად ორაგველიძე BDO-ს პარტნიორი და ბიზნეს აპლიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო