რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმ თემს კადრის ღამეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კადრის ღამეს ულოცავს შიიტ მუსლიმ თემს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 19, 21 და 23 მარტს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს - კადრის ღამეს აღნიშნავენ.

„მათი რწმენით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. ტრადიციით ითვლება, რომ კადრის ღამე ათას თვეზე მეტია, ამიტომაც მუსლიმები ცდილობენ ეს ღამე ლოცვაში გაატარონ. იგი აღინიშნება რამადანის თვის ბოლო დეკადაში და მუსლიმთათვის ცოდვების მიტევების, მოწყალების, სულიერი სიმშვიდის ღამეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს შიიტ მუსლიმ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება