პაატა დავითაია - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ლევან ვარშალომიძის ოკუპანტ სახელმწიფოში ექსტრადირება არ მოხდეს

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები და ჩაერთოს ლევან ვარშალომიძის საქმეში, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადირება ოკუპანტ სახელმწიფოში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის დაკავება და დასჯის მცდელობა.

„როგორც ცნობილია, რუსეთის მოთხოვნით ყაზახეთში დაკავებულია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. რუსეთის ფედერაცია უკრაინის ხელისუფლებასთან პოლიტიკური საკონსულტაციო საქმიანობის ბრალდებით დემონსტრატიულად სჯის ადამიანს, ვისაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქის დაკავება და დასჯის მცდელობა. რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქე.

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოიყენოს დიპლომატიური კონტაქტები და ჩაერთოს ლევან ვარშალომიძის საქმეში, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადირება ოკუპანტ სახელმწიფოში. ამას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგი და მეტად დააზიანებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს", - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება