ვლადიმერ ბოჟაძე - ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არ იყო არც მაშინ და არც ახლა სპონტანური - აქციები არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არ იყო არც მაშინ და არც ახლა სპონტანური - აქციები არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ფონდები აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ფორმით ახალისებდნენ“.

„სხვადასხვა ფორმით ახალისებდნენ იმ ადამიანებს, ვინც აქციებში მონაწილეობს. როდესაც ასეთი ფონდები ახდენენ იმ რადიკალური ჯგუფების დაფინანსებას, აღჭურვას, შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას, მათ შორის, გახსოვთ თქვენ, გამოყენებული იყო პიროტექნიკა, ლაზერები, ნიღბები და ა.შ., ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არ იყო არც მაშინ და არც ახლა სპონტანური. აქციები არის ორგანიზებული, დაფინანსებული სწორედ იმ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, ვგულისხმობ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

პროკურატურის ცნობით, „აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის“. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ „ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება