„საქსტატი“ - იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 835.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.0%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 835.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა და 388.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (67.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (40.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (33.8 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 39.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 29.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 25.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება