ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია განხორციელდება

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, უახლოეს მომავალში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში, გზაჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად, დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნით დარეგულირდება. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითების ნაკადების ეფექტურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, დაგეგმილია „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დასრულდება, ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას და გაზრდის გამტარუნარიანობას.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა. მათ შორისაა, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა.

„თბილისში საცობები სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს. ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, საავტობუსო ზოლები გავაკეთოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ. გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს.

მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებიც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან