სახალხო დამცველი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის თბილისში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ცალკეული მედიის წარმომადგენლების არ დაშვების ფაქტს.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია.

„სახალხო დამცველს სხვადასხვა პერიოდში შეუფასებია, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის პრაქტიკა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება