გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, 2 მამაკაცზე იყო გაქირავებული. მათივე ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი, რის შედეგადაც ერთმა მეორე დანით დაჭრა.

„მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს", - უთხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ambebi.ge-ს.

ცნობისთვის, გლდანში მამაკაცი მოკლეს. დანაშაული დილით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის 1-ელ ჩიხში მდებარე კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება