ანა დოლიძე - ტელეკომპანია „იმედის“ შემოწმებასთან დაკავშირებით ნიდერლანდების პარლამენტში სადეპუტატო კითხვები ოფიციალურად დარეგისტრირდა

ტელეკომპანია „იმედის“ შემოწმებასთან დაკავშირებით ნიდერლანდების პარლამენტში სადეპუტატო კითხვები ოფიციალურად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, სადეპუტატო კითხვები „არ მუშაობს ჩვენთან, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“.

„ჩვენი მუშაობის შედეგად, დღეს ტელეკომპანია ,,იმედის” შემოწმებასთან დაკავშირებით, ნიდერლანდების პარლამენტში სადეპუტატო კითხვები ოფიციალურად დარეგისტრირდა. სადეპუტატო კითხვები არ მუშაობს ჩვენთან, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, მანამ საბოლოო შედეგი არ დადგება“ - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება