ეროვნული ბანკი - საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“-მ წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიაში ტესტირების ბოლო ეტაპი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგულირების ლაბორატორია - ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩოა, რომელიც იდეის, საჩვენებელი მოდელის და რეალურ გარემოში ტესტირების სამ ეტაპს მოიცავს.

„პროექტის ფარგლებში, „კრედიტინფო საქართველო“ ტესტირების რეჟიმში სთავაზობდა მომხმარებლებს იდენტიფიკაციისთვის დამატებითი ტექნიკური გადაწყვეტილების დანერგვას, რომელიც ეფუძნება უკვე არსებულ და მოქმედ სერვისს-„MyCreditInfo“. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს იდენტიფიკაციის პროვაიდერის (Identity Provider) სერვისის მიწოდებას, რაც მომხმარებლებს უსაფრთხო და ეფექტური იდენტიფიკაციის ინოვაციურ გზას სთავაზობს.

რეგულირების ლაბორატორიაში განხორციელებული დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად შევიდა შესაბამისი ცვლილება „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №193/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული სერვისის ოპერირების წესებს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოსთან.

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორია მიესალმება ყველა ინოვაციური პროცესის/პროდუქტის დანერგვის ინიციატივას, ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვას, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც დაინტერესებული სუბიექტებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან/და რეგულირების ლაბორატორიის პროექტებში ჩართვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge ‘,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის