ბორის პისტორიუსი - ვნახეთ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შემცირებულა - პუტინი საკუთარ თამაშს თამაშობს

პუტინსა და ტრამპს შორის გამართული თითქოსდა მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შემცირებულა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„პუტინი საკუთარ თამაშს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ დაჯდება და ამას დიდხანს არ უყურებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული თითქოსდა მნიშვნელოვანი და შესანიშნავი სატელეფონო საუბრის შემდეგ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საერთოდ არ შემცირებულა“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, კრემლის მოთხოვნა, რომ დასავლეთმა უკრაინას სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეუჩეროს, მიუღებელია.

„ეს სრულიად ნათელია. პუტინი ცდილობს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას ხელი შეუშალოს, რათა კიდევ ერთი თავდასხმის შემთხვევაში, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტის დროს თუ მის შემდეგ, უკრაინამ თავის დაცვა ვერ შეძლოს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება