დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური დანიშნულების ეტლები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური დანიშნულების ეტლები გადასცა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილთან და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა სურმანიძესთან ერთად, ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახლში ესტუმრა და სპეციალური დანიშნულების ეტლები გადასცა.

ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური დანიშნულების ეტლები აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა.

„მოხარული ვარ, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც შევძელით ჩვენი დევნილი მოქალაქეების დახმარება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება