სოზარ სუბარი - მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია, ადამიანი გადაცემაშია მისული, რომ ჩვენი პარტია გააკრიტიკოს ან პირიქით, ჩვენ სხვა გავაკრიტიკოთ - ამის აკრძალვა შეუძლებელი და არასწორი მგონია

BBC-ი BBC-ია და ამ სტანდარტს არც BBC იცავს! – [მაუწყებლების მიმართ] ბალანსის დაცვის მოთხოვნა არასწორია! შეუძლებელია ყველა აზრი, ყველა პოზიცია ნეტ-ნაკლებად სწორად გამოხატოს! შევდივართ ზედმეტ რეგულირებაში, რომელიც სახელმწიფოს საქმე არც არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია! რაღაც ქიმერებს ვეკიდებით, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება არა თუ ძნელად შესასრულებელი, შეუსრულებელი იყოს! - ასეთია “ხალხის ძალის“ ვიცე-სპიკერის, სოზარ სუბარის პოზიცია “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოხატა.

როგორც სუბარმა ამ კონტექსტში განაცხადა, კანონმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მედიამ ტყუილი არ გაავრცელოს და ადამიანს ცილი არ დასწამოს.

მისივე თქმით, მაუწყებლების მიმართ რიგი ვალდებულებების კანონით დავალდებულება, არასწორი იქნება.

“ის, რომ წარმოდგენილი ნომრები თვითრეგულირებიდან გადმოდის, არ შეიძლება გამართლება იყოს! ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი!

როდესაც მიუკერძოებლობას ვამბობთ, მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ მიუკერძოებელი მედია მსოფლიოში არ არსებობს. ტყუილი არ უნდა თქვა და ადამიანს ცილი არ უნდა დასწამო - ეს არის მთავარი! ნებისმიერი მედია მიკერძოებულია. მას მფლობელი ჰყავს და თავისი პოზიცია აქვს. სხვა არის, რომ სხვა სტანდარტი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვო. ზოგჯერ მიუკერძოებლობა ნონსენსია!

ზოგჯერ ბალანსის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, გუშინ ლანდსბერგისთან შეხვედრაზე რამდენიმე ტელევიზია - “იმედი“ და “პოსტ ტვ“ არ შეუშვეს - როგორ უნდა დაიცვან ბალანსი?! ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. არ არის სწორი, რომ ეს დავავალდებულოთ!

საავტორო გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია, გამოხატავს ამ პოზიციას და მის მიერ გამოხატული აზრის დამკვიდრებას ცდილობს. შეუძლებელია მას საავტორო პროგრამაში ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა დავავალდებულოთ.

იგივე ეხება პუნქტს, რომლის მიხედვით, თუ ტელევიზიაში ყველა ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. მაგალითად, ადამიანი მისულია იმისთვის, რომ პირობითად ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკრიტიკოს ან პირიქთ, ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება შეუძლებელი და არასწორი მგონია.

BBC-ი BBC-ია! არც BBC იცავს ამ სტანდარტს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რამდენი არასწორი ინფორმაცია გასულა, მაგრამ ერთია ინფორმაცია და მეორეა, დაიცვა ბალანსი! - მსოფლიოში ასეთი ტელევიზია არ არსებობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

სოზარ სუბარი - მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია, ადამიანი გადაცემაშია მისული, რომ ჩვენი პარტია გააკრიტიკოს ან პირიქით, ჩვენ სხვა გავაკრიტიკოთ - ამის აკრძალვა შეუძლებელი და არასწორი მგონია

BBC-ი BBC-ია და ამ სტანდარტს არც BBC იცავს! – [მაუწყებლების მიმართ] ბალანსის დაცვის მოთხოვნა არასწორია! შეუძლებელია ყველა აზრი, ყველა პოზიცია ნეტ-ნაკლებად სწორად გამოხატოს! შევდივართ ზედმეტ რეგულირებაში, რომელიც სახელმწიფოს საქმე არც არის და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია! რაღაც ქიმერებს ვეკიდებით, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება არა თუ ძნელად შესასრულებელი, შეუსრულებელი იყოს! - ასეთია “ხალხის ძალის“ ვიცე-სპიკერის, სოზარ სუბარის პოზიცია “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოხატა.

როგორც სუბარმა ამ კონტექსტში განაცხადა, კანონმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მედიამ ტყუილი არ გაავრცელოს და ადამიანს ცილი არ დასწამოს.

მისივე თქმით, მაუწყებლების მიმართ რიგი ვალდებულებების კანონით დავალდებულება, არასწორი იქნება.

“ის, რომ წარმოდგენილი ნომრები თვითრეგულირებიდან გადმოდის, არ შეიძლება გამართლება იყოს! ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის სწორი და რა - არასწორი!

როდესაც მიუკერძოებლობას ვამბობთ, მიუკერძოებლობა კარგია, მაგრამ მიუკერძოებელი მედია მსოფლიოში არ არსებობს. ტყუილი არ უნდა თქვა და ადამიანს ცილი არ უნდა დასწამო - ეს არის მთავარი! ნებისმიერი მედია მიკერძოებულია. მას მფლობელი ჰყავს და თავისი პოზიცია აქვს. სხვა არის, რომ სხვა სტანდარტი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვო. ზოგჯერ მიუკერძოებლობა ნონსენსია!

ზოგჯერ ბალანსის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, გუშინ ლანდსბერგისთან შეხვედრაზე რამდენიმე ტელევიზია - “იმედი“ და “პოსტ ტვ“ არ შეუშვეს - როგორ უნდა დაიცვან ბალანსი?! ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. არ არის სწორი, რომ ეს დავავალდებულოთ!

საავტორო გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია, გამოხატავს ამ პოზიციას და მის მიერ გამოხატული აზრის დამკვიდრებას ცდილობს. შეუძლებელია მას საავტორო პროგრამაში ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრების წარმოდგენა დავავალდებულოთ.

იგივე ეხება პუნქტს, რომლის მიხედვით, თუ ტელევიზიაში ყველა ჯგუფი წარმოდგენილი არ არის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს. მაგალითად, ადამიანი მისულია იმისთვის, რომ პირობითად ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკრიტიკოს ან პირიქთ, ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება შეუძლებელი და არასწორი მგონია.

BBC-ი BBC-ია! არც BBC იცავს ამ სტანდარტს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რამდენი არასწორი ინფორმაცია გასულა, მაგრამ ერთია ინფორმაცია და მეორეა, დაიცვა ბალანსი! - მსოფლიოში ასეთი ტელევიზია არ არსებობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა