Reuters - ბელგოროდის ოლქში ვითარება მძიმეა

ბელგოროდის ოლქში ვითარება მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს სამსახურები და სასაზღვრო სამსახურები თავიანთ დავალებებს ასრულებენ. ჩვენი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა. კრასნოიარუჟსკის რაიონში ვითარება კვლავ მძიმეა. დაბომბვის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა“, - დაწერა გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეღწევის მცდელობები აღკვეთეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება