საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ წერეთელმა და კომპანიის - „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვარდუაშვილმა უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ საწარმოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც ერთი მხრივ, განავითარებს სტუდენტთა პრაქტიკულ უნარებს, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის დარგში ინოვაციების დანერგვასა და პროფესიონალური კადრების მომზადებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მისცეს, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბიოტექნოლოგიის, ქიმიის, ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებების სტუდენტებს ექნებათ კვლევით პროექტებში ჩართვისა და წამყვან ფარმაცევტულ კომპანიაში პრაქტიკული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან დააკავშირონ და მიიღონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული კარიერისთვის არის აუცილებელი.

„განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად ქმნიან მომავალს, სადაც ინოვაცია და მაღალი ხარისხი დგას განვითარების სათავეში. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ პარტნიორობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა. ამ თანამშრომლობით ჩვენ შევქმნით ერთობლივ კვლევით პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი ფარმაცევტული ტექნოლოგიების, ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და ჯანდაცვის გადაწყვეტილებების განვითარებას. ეს არა მარტო ჩვენს სტუდენტებს და მეცნიერებს წაადგება, არამედ საქართველოს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მოიტანს კონკრეტულ და ხანგრძლივ შედეგებს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებსა და საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ჩვენ ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას კომპანიასთან და იმ წარმატებებს, რასაც ჩვენი სტუდენტები ამ შესაძლებლობის სრული გამოყენებით მიაღწევენ“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმი სტუდენტთა კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მათ ექნებათ საშუალება შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და მნიშვნელოვნად გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ისწრაფვის სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისკენ, რაც მათ რეალურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობა ამ ხედვის ნათელი დასტურია. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და განავითარონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის გაძლიერება, რათა ჩვენი სტუდენტები სრულად მომზადებულნი შეხვდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დიდი მადლობა კომპანიას სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და განათლების მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას მოგვიტანს და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების სიმბოლო გახდება“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს