გურამ მაჭარაშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რასაც ჰპირდება ამომრჩევლებს, ვერასდროს ვერაფერს ასრულებს - ხაბეიშვილის დაპირება არის ნულის ტოლი

ხაბეიშვილის ნებისმიერი დაპირება, რა თქმა უნდა, არის ნულის ტოლი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავის დაპირებებს ვერასდროს ასრულებს.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმითაც, რომ რასაც ჰპირდება თავის ამომრჩევლებს, ვერასდროს ვერაფერს ასრულებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი ხაბეიშვილი როგორ ამბობდა, რომ როცა გახდებოდა პარტიის თავმჯდომარე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დაიხსნიდა მიხეილ სააკაშვილს ციხიდან, სადაც იხდის ის დამსახურებულად სასჯელს. მსგავსი ვერაფერი გააკეთა. მერე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში რომ შევალ, იქ ხელისუფლებას ამოვატრიალებო და პარლამენტიდან ისე გამოვიდა, მის მიერ გაკრიტიკებული ერთი კანონი არავის უნახავს. მერე ისე მოხსნეს თანამდებობიდან, რომ მადლობაც არავინ გადაუხადა. შესაბამისად, ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება არის, რა თქმა უნდა, ნულის ტოლი. აი, ამ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. თან ახლა აქტიური ბრძოლიდან, თავდასხმიდან თავდაცვაში გადადიხარ თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიხარ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, რომ შენ პოლიტიკაში უკვე არაფერი გესაქმება,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება