ფინეთის პრეზიდენტი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაზე პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ეს არის დიახ ან არა. არავითარი მაგრამ ან პირობების წამოყენება. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე დათანხმდა“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, ერთადერთ გამოსავალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტა წარმოადგენს.

„თუ რუსეთი არ დათანხმდება, ჩვენ უკრაინის გასაძლიერებლად მხარდაჭერა უნდა გავზარდოთ და რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა რუსეთი დარწმუნდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება