ნიკა გილაური - ფონდების ანგარიშების სისხლის სამართლის საფუძველზე დაყადაღება სრული ფარსია - როცა სიკეთეს აიგივებ დანაშაულთან და ასაღებ ქვეყნის მტრობად, საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა უფრო ძლიერი ხდება

ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე სრული ფარსია - როდესაც სიკეთის კეთებას დანაშაულთან აიგივებ, საზოგადოების ერთიანობა უფრო და უფრო ძლიერი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური „ფეისბუქზე“ წერს, რითაც რამდენიმე ფონდის, მათ შორის მისი ფონდის ანგარიშის დაყადაღებას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოში სიკეთის კეთება და უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება.

„ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი.

დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის.

ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.

როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად - საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი!

საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!“,- წერს გილაური.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რადენიმე ფონდის საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა. ეს ფონდებია: „ნანუკას ფონდი“, ნიკა გილაურის ფონდი „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს,„სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. უწყების განმარტებით, „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ფონდების მეშვეობით.მათივე განცხადებით, ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამის გარდა, ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება