მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო - ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში რიგ შემთხვევებში გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო - მთელი მსოფლიო ებრძვის და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ე.ი. შენ ხარ ამის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, „რიგით მოქალაქეს შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაც ამ სფეროს ლობირებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის დიდი ქსელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის“.

„ნარკომოხმარების და ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან კარგი საქმე და რას იტყვიან? - ვერაფერს ამბობენ. რიგ შემთხვევაში მარიხუანის თემებზე აპელირებდნენ და პირდაპირ იტყუებოდნენ, რიგ შემთხვევებში, იცით, რას გვაბრალებენ? ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო?!

ერთი ადამიანი რომ ხარ, სადღაც ზიხარ, ტელევიზორს უყურებ, დადიხარ პატიოსნად სამსახურში და არანაირი შეხება არ გაქვს ნარკოტიკთან, გაგიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ამას მართლა ლობირებს. რა ხდება სინამდვილეში: ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა, მაგალითად, ავიღოთ ერთი მიმართულება, „დადება“ - ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ, რომ ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება, რა ხდება ხალხო, რა უბედურებაა?! მართლა უბედურება ხდება. გამყიდველი, ის ცენტრალური ნარკორეალიზატორი, საუბარში ბევრი ჩვენგან „ბარიგად“ რომ მოიხსენიებს, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოში, იყოს ბრაზილიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, ამერიკაში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ისე აწვდიდეს ინფორმაციას რაღაცების შესახებ და ისე აორგანიზებდეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ ე.წ. „დამდებსაც“, რომელიც მიდის რაღაც ადგილზე, იღებს ანუ, მთელი ქსელია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიომ ჯერ ვერაფერი უქნა. მერე, საიდან შემოდის ამდენი ნარკოტიკი?! რა არ მოიგონეს, თანამედროვე ტექნოლოგიები... მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ე.ი. შენ ხარ იმის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში