სახალხო დამცველი შშმ პირთა ქსელის წევრ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავის გამოსვლაში საქართველოს სახალხო დამცველმა აპარატის მიერ შშმ პირთა უფლებების მიმართულებით გამოკვეთილი ძირითადი გამოწვევები მიმოიხილა. ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართვის მნიშვნელობაზე, შშმ პირთა სტატისტიკის წარმოებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის პრობლემებზე; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

„ხაზი გაუსვა ფიზიკური გარემოს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის, ასევე, შშმ პირთა/ბავშვთა მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამების, ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ სისტემურ გამოწვევებს.

სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ახორციელებს მონიტორინგს, ატარებს კვლევებს, ინდივიდუალურ საქმისწარმოებას. გამოკვეთილ პრობლემებსა და მათ აღმოსაფხვრელად პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისადმი შემუშავებულ რეკომენდაციებს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება