ვლადიმერ პუტინი - კურსკის ოლქში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია

კურსკის ოლქში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული და უკრაინელი ჯარისკაცი ტერორისტია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის გენერალური პროკურატურის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის კანონების თანახმად, უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურისა და განსაკუთრებით უცხოელი დაქირავებულების, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს, ჩვენი კანონმდებლობით ტერორისტებად კლასიფიცირება უნდა მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში არაერთი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს.

„ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ სწრაფი და ეფექტური ოპერაციების სერია ჩაატარეს და კურსკის ოლქში მტრის ჯარების დაჯგუფებების განადგურებას ასრულებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება