პროკურატურამ ნარკოდანაშაულში მონაწილე 9 პირს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, ბრალდებულები აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ეწეოდნენ, მათ შორის ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით.

„5 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი, მესამე და მეექვსე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18,260-ე მუხლის მესამე, მეხუთე ნაწილებით, 261-ე და 18, 261-ე მუხლის მეშვიდე, მერვე ნაწილებით, ხოლო 2 პირს 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. ხოლო ნაწილის მიმართ, სადაც არ დგინდებოდა გასაღების მიზანი, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, რაც უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას შეუწყობს ხელს, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა საპატიმრო გირაო სხვადასხვა თანხის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება