გაბრიელიუს ლანდსბერგისი - შოკისმომგვრელი ელემენტი იყო პოლიტიკური პატიმრების მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრები  - მსგავსი ისტორიები ერთადერთი ბელარუსი ხალხისგან მომისმენია

ახალი და საკმაოდ შოკისმომგვრელი ელემენტი იყო პოლიტპატიმრების მშობლებთან შეხვედრები, ერთადერთი მსგავსი ისტორიები ბელარუსი ხალხისგან მომისმენია. ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებისთვის ნამდვილი მებრძოლები ჰყავს.

“ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ოპოზიციის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს.

ჩემი შეხვედრების დროს ახალი და ჩემთვის საკმაოდ შოკისმომგვრელი ელემენტი იყო პოლიტიკური პატიმრების მშობლებთან და ახლობლებთან შეხვედრები. ახალი, ვინაიდან წარსულში ჩემი საქართველოში ვიზიტების დროს მათ არასდროს შევხვედრილვარ, არ მეგონა, რომ ოდესმე მათთან შეხვედრა მომიწევდა, ვინაიდან, საქართველოში, ეს ჯგუფი არ არსებობდა. ვფიქრობ, ისინი, სამწუხაროდ, საუკეთესოდ წარმოაჩენენ ამ ქვეყნის მიმართულებას.

უპირველეს ყოვლისა ის, რომ გყავთ ნამდვილი მებრძოლები, თავისუფლებისთვის ნამდვილი მებრძოლები. ყველა ჩვენგანს მოსწონს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ ჩვენი ბრძოლა ხშირ შემთხვევებში სოციალურ მედიაშია, ვიდრე სხვაგან. ამ შემთხვევაში კი, თავისუფლებისთვის ბრძოლა ძალიან რეალურია. ძალიან რთული იყო ისტორიების მოსმენა, მსგავსი ისტორიები ერთადერთი ბელარუსი ხალხისგან მომისმენია”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება