დონალდ ტრამპი - დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან - ძალიან სწორ გზაზე ვართ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

ტრამპის თქმით, მას ზელენსკისთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა, რომლის დიდი ნაწილი ემყარებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განხორციელებულ ზარს, რათა „თანხვედრაში მოვაქციოთ რუსეთიც და უკრაინაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ“.

ტრამპის შეფასებით, „ძალიან სწორ გზაზე ვართ“.

“ახლა დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. ის დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. საუბრის დიდი ნაწილი ემყარებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განხორციელებულ ზარს, რათა თანხვედრაში მოვაქციოთ რუსეთიც და უკრაინაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ. ძალიან სწორ გზაზე ვართ, და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკლ უოლცს ვთხოვ, რომ განხილული თემების ზუსტი აღწერა წარადგინონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება”, - წერს ტრამპი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს