ვიქტორ ყიფიანი - დიდი ხანი გაგებითა და მოთმინებით ვეკიდებოდით გაუგებრობას, რომელიც ქართულ ოპოზიციაში არსებობს - თუ სხვაგვარად ვერ ახერხებთ, ნურც ჩვენ გვაწვალებთ და ნურც საკუთარ თავს

ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი გაგებითა და მოთმინებით ვეკიდებოდით იმ გაუგებრობას, რომელიც ქართულ ოპოზიციაში არსებობს, - ამის შესახებ “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ყიფიანმა გადაცემის მიმდინარეობისას ოპოზიციურ სპექტრს მიმართა და უთხრა, რომ თუ ისინი ასე აპირებენ გაგრძელებას, ნურც ამომრჩეველს აწვალებენ და ნურც თავს იწვალებენ.

“დრო გადის, მაგრამ თვისობრივი ადაპტირება ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, კულტურასა და ხელწერაში არ ხდება, ამიტომ მე, როგორც გულშემატკივარმა და ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, მინდა, გულწრფელად გითხრათ, თუ ასე აპირებთ გაგრძელებას და სხვაგვარად ვერ ახერხებთ, ნურც ჩვენ ნუ გვაწვალებთ და ნურც საკუთარ თავს ნუ აწვალებთ.

აღარ არის ვინმეს სიმპათიების მომკობისა ან წყენისა და პრეფერენციებზე თამაშის დრო. იმდენი საფიქრალი აქვს დღეს ქართულ სახელმწიფოს, მათ შორის, შიდა პოლიტიკური კულტურის მხრივ, რომ თუ ვერ ახერხებთ გადაწყობას, თუ ვერ ახერხებთ ადაპტირებას, თუ ვერ ახერხებთ, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებსა და უპასუხოთ, მათ შორის, ჩვენს მოლოდინებს, ერთი საფიქრალით ნაკლები მაინც დაგვიტოვეთ”, - აღნიშნა ყიფიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება