ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლო ზავზე - ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება.

„ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. ვგრძნობ ამას, ჩვენ ეს გვესმის. ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის და ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ უკრაინას ამ საკითხებში, მაგრამ ეს ძალიან გაგვიჭირდება. პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად იურიდიულად არ ვაღიარებთ. არის ტერიტორიები, არიან ქალაქები, რომლებიც ამა თუ იმ საკონტაქტო ხაზით არიან გაყოფილი. თუ ზოგ ადგილას ამ ხაზს დატოვებთ, თქვენ უბრალოდ დატოვებთ ქალაქებს სიცოცხლის გარეშე. ნახევარ ქალაქში არავინ დაბრუნდება და თუ ეს დიდ ქალაქებს დაემართება, მაშინ ეს იქნება ბერლინი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ესაუბრა.

„გულწრფელად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს: „გვინდა ბერლინი?“ „გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი?“ ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს ვარიანტი არ არის. ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი, ამიტომ ჩვენ შევეცდებით ამ საკითხის მართვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი