„ტერაბანკში“ თვითდასაქმებულთა დაფინანსებით კიდევ უფრო მეტი პროფესიის წარმომადგენელი ისარგებლებს

ტერაბანკი სესხებს კიდევ უფრო მეტ თვითდასაქმებულს შესთავაზებს. ამიერიდან სასესხო პროდუქტებით სარგებლობა ოჯახში დამხმარეებსა და დამლაგებლებს, მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტებს, ავტოხელოსნებს, სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელებს, ხელოსნებსა და კურიერებსაც შეეძლებათ.

ტერაბანკი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სამომხმარებლო და იპოთეკური სესხებით იმ შემთხვევაშიც, თუ კერძო საქმიანობას ეწევიან და ოფიციალური, დადასტურებული შემოსავალი არ აქვთ.

„ტერაბანკში თვითდასაქმებულების მიერ სესხზე მოთხოვნა სულ უფრო იმატებს. სწორედ მაღალმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, გაგვეფართოებინა პროფესიების სია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს სესხებით სარგებლობა შეეძლოთ, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სასესხო პროდუქტებით მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ვზრდით“,- აცხადებენ ტერაბანკში.

ამ დრომდე თვითდასაქმებულებიდან საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობა მხოლოდ ძიძებს, ტაქსის მძღოლებს, სტომატოლოგებს, რეპეტიტორებს, სტილისტებსა და მკერავებს შეეძლოთ.

დაინტერესებულ პირებს სესხების მოთხოვნა შეუძლიათ, როგორც ფილიალებში ვიზიტით, ისე დისტანციურად, ტერაბანკის ვებსაიტზე www.terabank.ge თვითდასაქმებულებისთვის სესხით სარგებლობა სხვადასხვა მიზნობრიობით არის შესაძლებელი, მათ შორის სხვა ფინანსური ინსტიტუტების ვალდებულების რეფინანსირებისთვისაც.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება