ნიკოლოზ სამხარაძე - რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის

დავუდასტურეთ რუმინულ მხარეს ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება თავის მხრივ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს.

სამხარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ღიად დასვა კითხვა, რამდენად იქნება თავად ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არსებობს, მათ შორის, ეკონომიკასთან, მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„ასევე, ძალიან ღიად დავსვით კითხვა - მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც მას დღეს აქვს, დაწყებული ეკონომიკური პრობლემებით, ასევე, მიგრაციის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, ასევე უკრაინა, თავდაცვის გაძლიერება, ნატო და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა და რუმინულმა მხარემ ძალიან რეალისტური პოზიცია დაიჭირა - გვითხრა, რომ ის ზუსტად იზიარებს იმ წუხილებსა და შიშებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ 5 წელი რეალისტური ვადაა იმისათვის, რომ თუ ქვეყანაში მშვიდობა იქნა, ჩვენ შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება