სტამბოლის მერი - სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება

სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება - ჩვენ ვიბრძვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა.

„სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, უფლებებისთვის, კანონისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - წერს ექრემ იმამოღლუ.

შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ დააკავა. მანამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ათასობით ადამიანი მერიის წინ შეიკრიბა და შეძახილებით: "ერდოღანო, დიქტატორო!" და "იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ"!

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება