მედია - ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა

ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოლივიე გრონდო თავისუფალია და საფრანგეთში ოჯახთან ერთად არის! ჩვენ მისი ოჯახის უზარმაზარ სიხარულსა და შვებას ვიზიარებთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

34 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ოლივიე გრონდო ირანში 2022 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი საფრანგეთის მოქალაქის, სესილ კოლერისა და მისი პარტნიორის, ჯაკ პარიზის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩვენი მობილიზაცია არ შესუსტდება: სესილ კოლერი და ჟაკ პარიზი ირანის ციხეებიდან უნდა გათავისუფლდნენ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება