ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში - საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას!

„ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს - „ოცნებამ“ 150 ადამიანი გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას.

„150 ადამიანი გაათავისუფლა „ოცნებამ“ თავდაცვის სამინისტროდან - პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება! „ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს, ისინი ხალხს მხოლოდ იმის გამო ტოვებენ შემოსავლის გარეშე, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი სურთ.

ეს არის პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინება. ხელისუფლება ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და საკუთარი გავლენა ამ ფორმით, შიშით და საჯარო მოხელეების მძევლად აყვანით შეინარჩუნოს! პროფესიონალი ადამიანი უმუშევრად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების და ევროპული კურსის მხარდაჭერა გაბედა! ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას“,- წერს ბექა ლილუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს