GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ქეი.ენ.ჯი ველნესი" დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ცნობით, მათ მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექტორში, შპს „ქეი.ენ.ჯი ველნესი" 5555 ლარით დაჯარიმდა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - მომხმარებლის წინასწარ სრულყოფილი ინფორმირების სტანდარტის დარღვევის ფაქტს.

„GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა - ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც GCCA-ის მიერ წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში არ შესრულდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაჯარიმების პროცედურას სააგენტო იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს და 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

2025 წელს, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 10 მოვაჭრეს, ჯამში - 11 556 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება