რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში, დრონებით თავდასხმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, მაქსიმ ლეონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დადგენილების თანახმად რაიონში მუნიციპალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, - წერს ლეონოვი „ტელეგრამის“ არხზე.

მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად, „ენგელსის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

„უსაფრთხოების მიზნით, აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ყველა სამსახურია მობილიზებული“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.

რომან ბუსარგინის ცნობით, სარატოვის ოლქზე დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ოლქის თავზე 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება