დეა მეტრეველი - ვერეს ხეობა და მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად იქცა - ასეთ გარემოში ცხოვრობს ქალაქი, იწამლება მოსახლეობა, უნადგურდება ჯანმრთელობა! პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ?

ვერეს ხეობა და მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად იქცა - აი ასეთ გარემოში ცხოვრობს ქალაქი, იწამლება მოსახლეობა, უნადგურდება ჯანმრთელობა! პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ? ქალაქის მერიას, რომელიც ისედაც საქმის კურსშია?- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, დეა მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

ასევე დეა მეტრეველი რამდენიმე ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგვის დაყრას ეხება.

მისი თქმით, საბოლოოდ ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენები ხეობაში აღმოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ მერიის სამსახურმა განუმარტა, რომ ნარჩენები ტერიტორიაზე გარკვეული დროით საწყობდება.

„ვერეს ხეობა და მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად იქცა.

უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის მონაკვეთებზე ხეობაში იყრება მიწის და სხვა მყარი და თხევადი მასალების ნარჩენები. განსაკუთრებით უცნაურია, მერიის მიერ წყნეთის გზატკეცილზე, ტყის მონაკვეთთან და დასახლებულ პუნქტთან, კერძო კომპანიისთვის დროებით გადაცემული ტერიტორია, სადაც, როგორც მერიის სამსახურმა გვითხრა, ასაწყობებენ სამშენებლო ნაგავს, ღამის საათებში მოაქვთ მძიმე ტექნიკით და, აი, ასე ყრიან, ვითომ დროებით (სავარაუდოდ ეტაპობრივად გადაუშვებენ ხეობაში). გვერდით მცხოვრებლების ინტერესებზე არავინ ზრუნავს, საშინელი ხმაური ღამის საათებში, მტვერი, სუნი, მძიმე მეტალებით დაბინძურებული ჰაერი. აი ასეთ გარემოში ცხოვრობს ქალაქი, იწამლება მოსახლეობა, უნადგურდება ჯანმრთელობა! პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ? ქალაქის მერიას, რომელიც ისედაც საქმის კურსშია?“,- წერს დეა მეტრეველი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება