თურქეთში, სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „პროვოკაციული პოსტების“ გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს

თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „პროვოკაციული“ პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს და გრძელდება ძალისხმევა დარჩენილი ეჭვმიტანილების დასაკავებლად, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის მთავრობამ განაცხადა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა სოციალური მედიის 261 ანგარიში, მათ შორის 62 ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც იმამოღლუსა და 105 სხვა პირის დაკავებასთან დაკავშირებით „დანაშაულისა და სიძულვილის წამქეზებელი პროვოკაციული პოსტები“ გამოაქვეყნეს.

მინისტრის თქმით, სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე მის შესახებ 18.6 მილიონი პოსტი გააზიარეს.

შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ დააკავა. იმამოღლუსთან ერთად დააკავეს 105 პირიც, რომელთა უმეტესობა სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეადგენს. მანამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ათასობით ადამიანი მერიის წინ შეიკრიბა და შეძახილებით: "ერდოღანო, დიქტატორო!" და "იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ"!

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს