„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაიზიარეს და ის საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს

საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაიზიარეს და ის კვლავ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა ქეთი ჩუთლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო და შეაჩერა ექსტრადიციის პროცედურა. როგორც ჩუთლაშვილმა აღნიშნა, სასამართლოებმა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღეს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სარჩელები აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასაშვებადაც კი არ ცნეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო და აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის შეფასებით, ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მიღება არ წარმოადგენს საფუძველს რომ ექსტრადიცია დაქვემდებარებული პირის მიმართ შეიცვალოს საექსტრადიციო პატიმრობა. ჩვენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ აპელაციაში. სასამართლომ კვლავ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი“,- განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს.

რაც შეეხება აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცენტრის ინფორმაციით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო