პაატა მანჯგალაძე - რაღაც გასართობად ექცა რეჟიმს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი - ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ

ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

„რაღაც გასართობად ექცა რეჟიმს, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. თვითმმართველობის არჩევნებამდე ლამის 7 თვეა დარჩენილი, მაშინ როცა ქუჩაში 110 დღეზე მეტია ადამიანები გამოსულები არიან და ითხოვენ -ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ ხალხთან ერთად, ეს დევს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მაგიდაზე და სხვა საკითხებს არ განვიხილავთ. ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნებს ვეთანხმებით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვინც აქციებს უთანაგრძნობს, ვინც ხალხთან ერთად არის, დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია არის იგივე. ის პარტიები, რომლებიც უთანაგრძნობს ხალხს და რომელიც არის პროტესტში, არანაირ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მე ასე ვიცი და სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

ვიდრე ხალხის მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, [მანამდე] არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ.

ვინც უნდა იყოს პოლიტიკურ ჩიხში, ეს რეჟიმია. მათი პოლიტიკური დიაპაზონი ე.წ. პარლამენტში იწყება და სოლოლაკის სასახლესთან მთავრდება, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი კი ამ ხალხს არ აქვს. თუ ვინმე არის შეშინებული, ეს ბიძინა ივანიშვილია. ამ კრიზისის ფონზე მმართველი პარტიის „რეალური თავმჯდომარე“ სადმე [საჯაროდ] გამოვიდა? ერთი განცხადება გაგიგიათ ბიძინა ივანიშვილის? ყველამ კარგად ვიცით შეშინებული და დამფრთხალი ვინც არის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა