20 მარტიდან სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში სტარტს აიღებს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

20 მარტიდან სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში U07-U17 ასაკობრივ კატეგორიებში მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 43 ქვეყნის 470 მოჭადრაკე იასპარეზებს. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ: ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, ანასტასია კირთაძე, ასევე, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორები: ბარბარე აშოთია, ნინო ლიპარტია, სარა სალთხუციშვილი, სოფია ლიმარი, ერეკლე ტაბატაძე, ლუკა ქუნთელია, გიორგი წულაია, ანდრია ყუბანეიშვილი.

„ჩვენმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მსოფლიოს სასკოლო პირველობაზე საქართველო არაერთხელ ასახელეს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ჩემპიონატიც არ იქნება გამონაკლისი – ჩვენი მოზარდები ახალი გამოცდილების შეძენასთან ერთად, ღირსეულ შედეგსაც აჩვენებენ,“ - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მოზარდთა ნაკრების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და პაშა-ბანკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს