მამუკა მდინარაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ -  „უსამშობლობის“ ასეთი აშკარა გამოვლინება არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათია

არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, „უსამშობლობის“ ასეთი აშკარა გამოვლინება არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი იშვიათია.

„რადგან მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ბოლომდე გააშიშვლა ადგილობრივი აგენტურა, იგივე ფსევდოლიბერალი ფაშისტები, ახლა სხვა თემებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და „მორალურ რეაბილიტაციას”.

თუმცა, ასეთი ფართხალის დროს, ბოღმის ჭაობში უფრო ეფლობიან და საკუთარ სახეს უკეთ აჩვენებენ საზოგადოებას:

რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, ულამაზეს და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ.

უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არა თუ ჩვენს ქვეყანაში!

უდიდესი მხარდაჭერა და წარმატება საქართველოს ნებისმიერ წარმომადგენელს ყველგან და ყოველთვის - ქართულ, ეროვნულ საქმეში!

და, რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, დღესაც უნდა მოვიგოთ“, - წერს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს