უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს, უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, გარდა უნგრეთისა. შესაბამის დოკუმენტს ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

დოკუმენტი, რომელიც 20 მარტის ევროპული საბჭოს სამიტის შედეგად გამოქვეყნდა და რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო აწერს ხელს, გარდა უნგრეთისა, რუსეთს ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“ევროპული საბჭო მიესალმება 2025 წლის 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის წინადადებებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაგრძელებას. ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნება გამოაჩინოს”, - ნათქვამია სამიტის შედეგებში.

ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობისკენ გზა უნდა მოიცავდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ძალისხმევებს, ომის ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას.

“ევროკავშირი მზად რჩება გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის მეტი სანქციებითა და არსებული ზომების აღსრულების გაძლიერებით, მათ შორის მეტი შესაძლებლობებითა და ზომებით მათთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგოდ, რათა დაასუსტოს მისი შესაძლებლობა გააგრძელოს აგრესიული ომის წარმოება. ევროკავშირის კანონის ფარგლებში, რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ თავის აგრესიულ ომს და მისთვის ამ ომით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას არ მოახდენს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის “რეგულარულ და პროგნოზირებად” ფინანსურ დახმარებას, წევრ ქვეყნებს მოუწოდებს “დაუყოვნებლივ გაზარდონ ძალისხმევები, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები”.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო