„დროა“ - მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ უარი თქვა ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით

[საქართველო-სომხეთის] მატჩამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე პოლიციამ უარი თქვა ეკრანის დადგმაზე მოგონილი მიზეზით, - ამის შესახებ „დროას“ განცხადებაშია ნათქვამი.

„დროის სიმცირის გამო ტექნიკურად შეუძლებელია პრობლემის გადაწყვეტა.

ე.წ. პოლიცია დაემუქრა სატვირთო მანქანის მძღოლს, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა, მას ავტომობილს ჩამოართმევდნენ.

გვინდა, ვუთხრათ შსს-ს, რომ აღარასოდეს მივცემთ შესაძლებლობას მოგონილი მიზეზებით გაწელონ საპროტესტო კონსტრუქციის აწყობა და ამ გზით უკანონოდ არ მოგვცენ რუსთაველის გამზირზე, ან ნებისმიერ სხვა ადგილას საპროტესტო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობა.

ბოდიშს ვუხდით იმ მომიტინგეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ეკრანს ელოდებოდნენ”, - აღნიშნულია „დროას“ ინფორმაციაში.

მანამდე, „დროამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე დადგამდა ეკრანს, სადაც საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს