საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთს 2:0 უგებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს 2:0 უგებს. მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ 37-ე წუთზე გაიტანა.

მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე კი, შეხვედრის 33-ე წუთზე, ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება