დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასთან იშვიათი მინერალების ხელშეკრულებას „ძალიან მალე“ მოაწერს ხელს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" მოაწერს ხელს უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.

"ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ, არის ძალიან მალე შეთანხმების ხელმოწერა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს", -აღნიშნა ტრამპმა.

ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპი ოპტიმისტურად არის განწყობილი, მან გაიხსენა ბოლო სატელეფონო ზარები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„გუშინ ვესაუბრეთ, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის და გვსურს, რომ ეს [ომი]დასრულდეს და ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ კარგად ვმუშაობთ“, - განაცხადა მან და დასძინა: "მე მჯერა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვნახოთ, რა მოხდება."

მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ოვალური კაბინეტის დაძაბული შეხვედრის შემდეგ მისი ხელმოწერა არ მოხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი