დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც განათლების დეპარტამენტის დაშლის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

”ვაპირებთ, რაც შეიძლება სწრაფად დავხუროთ ის. მას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. აშშ გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა სტუდენტები წარმატების თვალსაზრისით სიაში ბოლო ადგილზე არიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ქმედებებს განახორციელებს ადმინისტრაცია და რომელი პროგრამები შეიძლება შეჩერდეს.

დოკუმენტი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლინდა მაკმაჰონს ავალებს, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა ხელი შეუწყოს დეპარტამენტის დახურვას და განათლების საკითხებზე უფლებამოსილების შტატებისთვის დაბრუნებას.

ტრამპმა დოკუმენტს ხელი თეთრ სახლში, სკოლის მერხებთან მსხდომი, ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეების გარემოცვაში მოაწერა.

CNN-ი წერს, რომ თანამედროვე ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ უცდია კაბინეტის დონის უწყების დახურვა. დეპარტამენტის გაუქმება მოითხოვს კონგრესის აქტს, რომელმაც შექმნა უწყება 1979 წელს. ტრამპის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მათ არ აქვთ საჭირო ხმები დეპარტამენტის ამ გზით დასაშლელად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს