სახალხო დამცველი - საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სირთულეებს - მოვუწოდებთ სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ

სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში.

სახალხო დამცველის განმარტებით, ასევე, გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა.

„21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 2025 წელს ამ დღის გზავნილია - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა თანაბრად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში. მათ შორის, აღსანიშნავია შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დროულად დანერგვა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები, უწყვეტი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლება, ღია შრომით ბაზარზე დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესების გზით უზრუნველყოს ამ პირთა უფლებების დაცვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება