სერბეთის ვიცე-პრემიერი - მადლობელი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში

სერბეთის ხელისუფლება მადლიერია რუსეთის სპეცსამსახურების იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ქვეყანას ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, - ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ვულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან მადლობელი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის საშუალებით. მათ იციან რა საფრთხე ელის სერბეთს. ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ“, - განაცხადა ვულინმა.

მისი თქმით, რუსეთისა და სერბეთის სპეცსამსახურები ოფიციალურად არიან შეთანხმებული ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე და ეს შეთანხმება ძალაში რჩება.

შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის, სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ იანვარში განცხადება გააკეთა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, თუმცა სერბეთის პარლამენტმა მისი გადადგომა კვირების შემდეგ, 19 მარტს დაამტკიცა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება