ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია.

ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტის ჩათვლით აღინიშნება.

წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით „ლარი 30 წლისაა“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ქართული ფულის განვითარების ისტორიაზე, ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე და დახატონ 30 ლარის ბანკნოტი.

ნახატების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6-დან 18 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებს. კონკურსანტმა დახატოს 30 ლარის ნომინალის ბანკნოტი და 30 მარტის ჩათვლით, ავტორის სახელსა და ასაკთან ერთად ატვირთოს ფინედუს ფეისბუქ პოსტის კომენტარში. (6-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის ნახატის ატვირთვა მშობლებს შეუძლიათ; 16-დან 18 წლამდე კი ნახატის ატვირთვა მშობელს ან თავად კონკურსანტს).

კონკურსში გამოვლინდება 4 გამარჯვებული, მათ შორის 3 გამარჯვებულს ჟიური, 1 რჩეულს კი ფეისბუქის მომხმარებლები შეარჩევენ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება