„საქსტატი“ - 2024 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 309.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის IV კვარტალში 4.0 პროცენტით განისაზღვრა.

„2024 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (29.7 პროცენტი), განათლება (36.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (19.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (23.6 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.9 პროცენტი), მშენებლობა (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.4 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.3 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-0.2 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (9.4 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.7 პროცენტი), განათლება (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.2 პროცენტი)“, - აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება